LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა კვენეტაძე: „თუ კირკოროვი და ბასკოვი შემეკითხებიან საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, ვეტყვი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ…“

95
giga

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ მომღერალი, გიგა კვენეტაძე სტუმრობდა, რომელმაც რუსეთში მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა და წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის მწვავე შეკითხვებს გასცა პასუხი.

გიგა, მოხდა ისე, რომ საქართველოში მოღვაწეობის შემდეგ, რუსეთში გამგზავრება გადაწყვიტე…

იყო 2008 წელი, ჩემი პოპულარობის პიკი და რატომღაც გადავწყვიტე, რომ რაც საქართველოში გასაკეთებელი იყო, გავაკეთე, მეშინოდა, ერთი და იგივე ადგილი არ მეტკეპნა, მაშინ მწირი ბაზარი იყო და გადავწყვიტე, რუსეთში წავსულიყავი. როგორც სიმღერების ავტორი, ისე ვმოღვაწეობდი რუსეთში, წლების განმავლობაში ვარ იქ. არ დარჩენილა არტისტი რუსულ შოუბიზნესში, რომელსაც ჩემი სიმღერა არ უმღერია. რუსეთში რომ წავედი, პირველი ორი წელი ძალიან გამიჭირდა, ძალიან დამეხმარა ქეთა თოფურია, ის სხვადასხვა რუს არტისტთან წარმადგენდა ხოლმე, პირველი სიმღერა კი დიდმა ჯგუფმა – „ა სტუდიომ“ აიღო, ეს საოცარი შეგრძნება იყო და სწორედ იქიდან დაიწყო ყველაფერი. მე იქ ვთანამშრომლობდი, როგორ უკვე გითხარით, „ა სტუდიოსთან“, ნიკოლაი ბასკოვთან, ალექსანდრ პანაიტოვთან, ელენა ვაენგასთან, დიანა ღურცკაიასთან, ფილიპ კირკოროვთან და ა.შ… რუსეთში მე მაქვს ჩემი სტუდია, მხოლოდ იქ ვაკეთებ ჩემს პროდუქციას.

კითხვა, რომელიც ბუნებრივია ჩნდება,2008 წელს, როდესაც ომი იყო გაჩაღებული საქართველოსა და რუსეთს შორის, შენ წახვედი რუსეთში, სიმღერებს უწერ ბასკოვსა და იმ ადამიანებს, რომლებიც პუტინის კარის მეხოტბეები არიან და მას უმღერიან, არ გრძნობ უხერხულობას?

არა, არ ვგრძნობ თავს უხერხულად, ეს არის ჩემი შემოქმედება, ეს არის უბრალოდ ხელოვნება. მე ჩემი აზრი მაქვს, თუ კირკოროვი და ბასკოვი შემეკითხებიან საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, ვეტყვი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ.  მე ყოველთვის მგრძნობიარე ვარ ამ საკითხის მიმართ და ქართველი საზოგადოების აზრიც ყოველთვის მაინტერესებს, თუმცა ასე შედგა ჩემი ცხოვრება, ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც დღესდღეობით არ არის კეთილგანწყობილი. როდესაც მაღალ ეშელონებში მოვხვედრილვარ, პირდაპირ მითქვამს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ამაზე პოლემიკაში შემოსვლა აკრძალულია ჩემთან. რაც დღეს ხდება, ეს არის ძალიან სამწუხაროა. მე გამოსავალს ვერ ვხედავ, ზედა ეშელონების გადასაწყვეტია ყველაფერი, რომლებიც სტრატეგიულ ომში არიან ჩაბმული. კულტურა ყოველთვის იმიჯნება. 2008 წელს, მე და ნანი ბრეგვაძე მოსკოვში გავფრინდით ერთად, ვარ მომსწრე, როცა ხალხი მას უჩოქებდა და ბოდიშს უხდიდა. მქონდა მაშინ დანიშნული კონცერტი და მეორე დღესვე მოვხსენი აფიშა, არავის ეკონცერტებოდა. მე ვუმღერი მათ, ვისაც ჩემი სიმღერა მოსწონს და პატივს სცემს ჩემს შემოქმედებას. იმ ხალხში შეიძლება იყოს რუსი, ჩეჩენი, ქართველი, ფრანგი და ა.შ… თურქი სელჩუკებიც ანადგურებდნენ ქართველებს და მათ კონცერტის ჩატარებაზე უარი უნდა ვუთხრა? ეს ძალიან რთულია და ჩემ უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g