LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკმაოდ ძლიერი ვარ ამ ომისთვის, ვიმღერებ ყველა ენაზე, ყველა ქვეყანაში, სადაც ვთვლი რომ საჭიროა მივიდეს სიმართლის ხმა” – მეგი გოგიტიძის “პირველი და უკანასკნელი” ინტერვიუა რუსეთში სიმღერაზე

380
მეგგოგიტიძესს

ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი ინტერვიუა ამ თემასთან დაკავშირებით – ამბობს მეგი გოგიტიძე და რუსეთში დაგეგმილი კონცერტის გამო ატეხილ აჟიოტაჟზე გაკვრით საუბრობს. მომღერალი ახსნა-განმარტებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

“რაც შეეხება მიზანს და მიზეზს, რატომ მივდივარ ამ ქვეყანაში, არ ვისაუბრებ, არ ვთვლი საჭიროდ ამაზე საუბარს, არ ვთვლი, რომ თავის მართლების რეჟიმში უნდა ვიყო, არ მაქვს საიმისოდ საქმე, რომ ვიღაცებს რაღაცები ავუხსნა, ვინც უნდა გაიგოს ის გაიგებს, ვინც ვერ უნდა გაიგოს, ვერ გაიგებს. მე შემიძლია ავუხსნა ჩემს ოჯახს, შვილებს, გავანდო ჩემი გეგმები და ფიქრები, მაგრამ ყველას არ და ვერ ავუხსნი.

მეგი გოგიტიძე სოჭსა და მოსკოვში კონცერტებს გამართავს

თუ ადამიანები გაერთიანდებიან, უნდა იცოდნენ რისთვის ერთიანდებიან. გუშინ გაერთიანდა ერთი მოსაზრების ადამიანები, წამოვიდნენ ჩემკენ და იქ ყველა იყო გმირი, პატრიოტი, ღმერთმა ქნას, მე ერთი ვიყო დამნაშავე და ისინი, ყველა იყვნენ მართლები. ნამდვილად ვისურვებდი, იქიდან გამომდინარე, რომ მე  მართლა მიყვარს ჩემი ქვეყანაც და ის ხალხი, ღმერთმა არ გამაგონოს მათი ცუდი და არ დამანახოს რამე ცუდი ჩემს ქვეყანაში.  მაგრამ ერთი პატარა რჩევა მაქვს, თუ გაერთიანდებიან იცოდნენ რისთვის გაერთიანდნენ, იმისთვის ვერ გაერთიანდნენ რისთვისაც საჭიროა, მაგრამ ჩემს განსაგმირად გაერთიანდნენ. მაგრამ რისთვის, მე მებრძვით? მე მიწყებთ ომს? მადლობა ღმერთს, საკმაოდ ძლიერი ვარ ამ ომისთვის, ძალიან ბევრი რამ მაქვს გამოვივლი სულიერ და ფიზიკურ ცხოვრებაში. ერთადერთი რაც მტკივა, რომ  ამდენი ადამიანი ერთიანდება უდროო დროს, არასწორად, გაუაზრებლად, გაუგებრად იბრძვიან იმის წინააღმდეგ,  რომლის ჩემი აზრი, ფიქრი, იდეა, განცდა. განწყობა არ იციან, არ იციან იქ რას ვმღერი, არ იციან და აქაც არ ესმით რას ვმღერი, ერთადერთი მინდა ვუსურვო სიმშვიდე და სიყვარული.

იმ ადამიანების მესმის ვინც ვერ გაიგებს და ვერც გაამართლებს ჩემს წასვლას, ამასაც ხომ თავისი კულტურა და ფორმა სჭირდება, რომ შენი სათქმელი გადმოვცე. გოიმური გამონათქვამი და გამოხტომები, ნაღდად არ მეხება, გულთან არ მოდის. რაც შეეხება იმ ადამიანებს ვინც ვერ გაიგო, ვერაფერს ვეტყვი ამ წუთას, ერთს ვიტყვი, არასოდეს შეაფასოთ ადამიანი იმ რეალობიდან რომელშიც იმყოფებით, იმ ეპოქიდან რომელშიც იმყოფებით. იმიტომ, რომ ეპოქაც, დროს, ადამიანების აზრიც თითქმის ყოველთვის არის მცდარი იმ კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც იმ რეალობაში ხდება. ცხოვრებაც, ხალხიც და დროც არის ჭრელი. თვითონ ამ ადამიანებს გააოგნებთ აზრის ცვლილება. მე ვერ ვიქნები და არც არასოდეს ვყოფილვარ ამ ადამიანების აზრზე დამოკიდებული. ასე ცხოვრება შეუძლებელია. ჩემი თავი მე მეკუთვნის, მე ჩემი ფიქრები მაქვს, ხედვები, სულიერი მდგომარეობა მაქვს, შემოქმედი ადამიანი ვარ და ვიმღერებ ყველგან, ყველა ენაზე, ყველა ქვეყანაში, სადაც ვთვლი რომ საჭიროა მივიდეს სიმართლის ხმა, ჩემი ხმა, სიყვარული. ეს ჩემს ქვეყანასაც სჭირდება, სხვა ქვეყანასაც სჭირდება. მე ამისთვის ვარ შექმნილი.

ის განსაზღვრება, რომ იქ მთელი ერთი არაფრად არ ვარგა, მიუღებელია ჩემთვის, ადამიანი, ღმერთი არის პირველი, მერე დანარჩენი ყველაფერი, ამ სიყვარულში უნდა ისაუბრო სიმართლე. ვნახოთ, იქნებ შეიცვალოს რამე, მე ყოველ შემთხვევაში ვცდი. ახლა დავდე და მეგობრებო – მე არ ჩამოვალ, არ ვიმღერებ, რატომ? გავაბოროტოთ უფრო, როცა შეგვიძლია სიყვარული მოვუწოდოთ, სიყვარულის გარდა სიმართლე ვუთხრათ, ამ სიყვარულით და სიმართლით შევძლოთ შეცვლა რაღაცის. საკმაოდ ჩამოყალიბებული ვარ ჩემს ფიქრებში, საკმაოდ გააზრებულად ვიცი, რას, რისთვის, როდის და რატომ ვაკეთებ. ყველაფერი აუცილებლად გაივლის, ჩაივლის, სადაც საჭიროა ერთიანობა, ვისთანაც საჭიროა ბრძოლა და უდავოდ ბოროტებაა, იქ სადაც გვყოფენ იქ გაერთიანდით  სიყვარულის ირგვლივ. მე ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც აქამდე არავის უთქვამს. მე ვერ მოვიყვა გაზაფხულს ვიცი, მე ვერ დავაბრუნებ გაფრენილ მერცხლებს, თქვენს ფიქრებს, გეგმებს, მაგრამ მინდა მოვიდე თქვენი გულის კარებთან და მოგიტანოთ იები”, – ამბობს გოგიტიძე გადაცემაში სიკეთე მარტივია”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g