LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის „უკანასკნელი მსხვერპლი“: მერაია ქერის ფონოგრამამ უმტყუნა

61

მერაია ქერის ინტერნეტში უკვე შეარქვეს 2016 წლის „უკანასკნელი მსხვერპლი“. საქმე კი ნიუ-იორკში მის წარუმატებელ გამოსვლას შეეხება – მომღერალს ფონოგრამამ მილიონობით ადამიანის თვალწინ უმტყუნა.

ამ ყველაფრის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა. ქერიმ ფონოგრამაზე კონტროლი მაშინ დაკარგა, როდესაც ტაიმს-სკვერზე სიმღერას „Emotions“ ასრულებდა. 46 წლის მუსიკოსი პრობლემასთან გამკლავებას საკუთარი ძალებით შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. იგივე სირთულე მისი მეორე ჰიტის – „We Belong Together“ შესრულების დროს განმეორდა.

კონცერტზე, რომელიც ტელეარხ ABC-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რომელსაც მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს, კარგად ჩანდა მომღერლის უკმაყოფილო სახეც. აღნიშნულ ფაქტზე მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები