რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ვიზიტის სურვილი გამოთქვა.
მან აღნიშნული განცხადება თვითმფრინავში გააკეთა.
“დიდი სურვილი მაქვს კიევში წავიდე” , – განუცხადა პონტიფიკოსმა, როდესაც მას მედიის წარმომადგენლებმა უკრაინაში შესაძლო სამომავლო ვიზიტის შესახებ ჰკითხეს.
შეგახსენებთ, პაპი დღეს რომიდან კანადაში სამოციქულო ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრა.