LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკვე ვეღარ დადის, ფერი აქვს საშინელი, არ ვიცი რა ვიფიქრო…საერთოდ რა უნდა ამ ადამიანს ციხეში?” – გიული ალასანია

445
BeFunky-collage (3)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, სააკაშვილს უკვე გადაადგილებაც უჭირს.

„რთულდება იმ მხრივ, რომ სუსტდება ადამიანი. პრაქტიკულად, უკვე ვეღარ დადის. ფერი აქვს საშინელი.

ყოველდღე ხდება მდგომარეობის გაუარესება. არის, როგორც ჩანს, სხვა მიზეზებიც, რომლებიც ალბათ გამოკვლეული არ არის.

არ ვიცი რა ვიფიქრო. საერთოდ რა უნდა ამ ადამიანს ციხეში? დავიწყოთ აქედან, რატომ არის ციხეში?

ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ააშენა და გაუთქვა სახელი მთელ მსოფლიოში, რატომ არის დღეს ციხეში?“ – აღნიშნა გიული ალასანიამ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g