ამერიკელმა რეპერმა ტრევის სკოტმა თაყვანისმცემლები ახალი მასალით გაახარა – სიმღერაზე „Beibs in the Trap“ მან კლიპი გამოაქვეყნა. კლიპში არის ყველაფერი ის, რაც რეპერების ვიდეოებში გვხვდება – გოგონები, მდიდრული მანქანები, გლამურული და ძვირადღირებული ცხოვრება და ა.შ.
სიმღერა სკოტის მეორე სტუდიური ალბომის „Birds in the Trap Sing McKnight“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც 2 სექტემბერს გამოვიდა. დისკი Billboard 200-ის სათავეშიც მოხვდა, თუმცა ის უფრო ნაკლები ტირაჟით გაიყიდა, ვიდრე 2015 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომი „Rodeo“.