კიდევ ერთი სიახლე, ,,ვაშლის’’ მომავალი ფლაგმანის შესახებ:
თუ დავუჯერებთ ინფორმაციას, რომელსაც Tech-info და Droider-ი ავრცელებენ, ამერიკული გიგანტი ავტომწარმობელთან კოლაბორაციას გეგმავს. ახალი iPhone-ი, რომელიც ,,ვაშლის’’ ახალი ფლაგმანი გახდება, რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობით შეიქმნება. როგორც ჩვენს საიტზე დავწერეთ, Apple-ი ახალი გაჯეტისთვის Display-ის კონკურენტი კომპანიისგან, Samsung-ისგან შეიძენს. რაც შეეხება დიზაინს, სამუშაოებში კომპანია Ferrari-ის დიზაინსტუდია იქნება ჩართული.
გაჯეტი აღჭურვილი იქნება შუშის კორპუსით, 5.2 ინჩიანი დისფლეით, OLED ტექნოლოგიითა და Apple-ის A11 ჩიფსეტით.
ტრადიციულად ახალი მოწყობილობის ნახვა მომდევნო წლის შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი.