კარგი სმარტფონის შეძენისას უამრავი ადამიანი დილემის წინაშე დგას და ვერ ხვდება, რომელი გაჯეტი შეარჩიოს. ზედმეტი ფულის გადაყრა არასაჭირო მონაცემებსა თუ კომპანიის ლოგოს სახელში – თანამედროვე ბაზრის შემადგენელი ნაწილია. ხშირად მომხმარებლის ინტერესებს არ ემსახურება ასევე პრომოები, რომელიც ინტერნეტსა თუ ტელევიზიაში ტრიალებს.
სმარტფონების შეძენისას, საჭიროა სწორად გათვალოთ კომპანია, რომლის პრესტიჟიც ნაკლები ღირებულებისაა, და შეარჩიოთ კარგი პროცესორი, რომელზეც მოწყობილობა მუშაობს.
Android-ის სისტემა დღეს მსოფლიოში ყველაზე უნივერსალური ოპერაციული სისტემაა, სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტი ადამიანი არჩევანს სწორედ ამ პლათფორმაზე აკეთებს. გარდა გაჯეტების მრავალფეროვნებისა, Google-ის სისტემაზე ფაქტიურად ხელმისაწვდომია ყველა ცნობილი აპლიკაცია, რომელიც არსებობს iOS-ზე, რომელიც სმარტფონების მხრივ ძალიან მწირ არჩევანს გვთავაზობს.
შესაბამისად, თქვენთვის ხელსაყრელია გაცილებით ახალი კომპანიის სმარტფონის შეძენა, რომელიც იგივე ფასის პოპულარული ბრენდის სმარტფონზე გაცილებით უკეთესი ტექნიკური მაჩვენებლებისაა. ამ შემთხვევაში ფასის სიდაბლეს მხოლოდ და მხოლოდ ბრენდი განაპირობებს. მოგებული კი რჩება მომხმარებელი.
გასათვალისწინებელია სანდოობა და პროგრამული კოდის ოპტიმიზაცია, რომელიც სისტემის წარმადობას და სისწრაფეს განაპირობებს. შესაბამისად, ახალი ბრენდის მოწყობილობის შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ, გვპირდება თუ არა კომპანია სისტემურ განახლებებს, აპირებს თუ არა კონკრეტულ დივაისზე შემდეგი ვერსიის OS-ის გავრცელებას.
დღეს-დღეობით, ლარის კურსის გათვალისწინებით, კარგი სმარტფონის შეძენა 500-600 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ამ ფასის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სმარტფონი Snapdragon-ის საშუალო სიმძლავრის პროცესორების სერიით – 600.
ოპერატიული მეხსიერება 1.5-2 GB.
კამერა 12-13 მეგაპიქსელი.
ეკრანის გარჩევადობა Full HD რეზოლუციითა და LCD ტექნოლოგიით. გაფართოებით 5.0 ან 5.5 ინჩი.
ბატარეა კი 2000-დან 3000 მილიამპერ/საათამდე, Li-Ion ტექნოლოგიით.
დილეტანტი მომხმარებლისთვის მონაცემები შეიძლება გაუგებარი იყოს, სწორედ ამიტომ ჩვენ გირჩევთ:
არ შეიძინოთ Snapdragon 400 სერიის პროცესორის ან უფრო დაბალი კატეგორიის პროცესორით;
არ შეიძინოთ Mediatek-ისა და Intel-ის პროცესორის მქონე სმარტფონები, რადგან თქვენს გაჯეტზე უმეტესი თამაში ან აპლიკაცია ოპტიმირებული არ იქნება.
პირდაპირ ბრენდებს რაც შეეხება, ჩამოთვლილი ტექნიკური მახასიათებლებით, Xiaomi-ს, Meizu-სა და Alcatel-ის სმარტფონების შეძენა ბაზარზე, ამ ეტაპზე აღნიშნული ფასის შუალედშია შესაძლებელი.