LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპლებმა ახალი სანავიგაციო სისტემის გაშვება დააანონსეს

101

სანავიგაციო სისტემების სატელიტზე – Galileo მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყო. პროექტი ჯერ კიდევ 1999 წელს გაეშვა და მოიაზრებოდა როგორც GPS-ის ალტერნატივა. რამდენიმე დღის წინ, 2016 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა კოსმიურმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია ახალ თანამგზავრზე დასრულებული სამუშაოებისა და მის გაშვებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ორბიტაზე 18 თანამგზავრია, რაც სრულიად საკმარისია პროექტის დაწყებისთვის.

აღსანიშნავია, რომ GPS-სგან განსხვავებით ,,ევროპული ნავიგაცია’’ 3 კილომეტრით მეტ მანძილზე მუშაობს. მისი ტრაექტორია მფრინავებისთვის გაცილებით კომფორტულია და მაქსიმალური დაშორება 32 კმ-ს შეადგენს. გარდა ამისა, ევროპელები აღნიშნავენ, რომ Galileo მისი წინამორბედი GPS-ისგან განსხვავებით გაცილებით უკეთესი წარმადობითა და სიზუსტით  გამოირჩევა.

Galileo-ს ბოლომდე გაშვება 2020 წელს იგეგმება.