აქსესუარების ბრენდი ”Lovoa“ მომხმარებელს განახლებულ საყურეების კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას „Lovoa”-ს დიზაინერმა განაცხადა, საყურეების ახალი კოლექცია მრავალფეროვანია და მომხმარებელს მასში სასურველი საყურის არჩევა არ გაუჭირდება.
”ჩვენს ახალ კოლექციაში შედის საყურეები, ჩვენ მათ ორგანული მინისგან და ხისგან ვამზადებთ, ჩვენთან ასევე დიდი არჩევანია სხვადასხვა ზომის, დიზაინისა და სხვადასხვა ფერის ჩანთებზეც. გვაქვს ჩვენივე დიზაინით შექმნილი ბეჭდებიც. ჩვენ ვზრუნავთ ქალბატონების კარგ განწყობაზე, „Lovoa” სწორედ რომ მათი გაბედნიერებისთვის არის შექმნილი”, – აღნიშნა დიზაინერმა.
მისივე თქმით, მომხმარებელს შეუძლია საკუთარი გემოვნებით შექმნას სასურველი აქსესუარი.
თავად ბრენდის სახელწოდება ”Lovoa” ამავე სახელწოდების აფრიკული ხის ჯიშიდან წამოვიდა, რომელსაც ბედნიერება მოაქვს.
“Lovoa” ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი აქსესუარების ბრენდია, რომელზეც სამი დიზაინერი: მარიამ ბოლქვაძე, ნინო პაიჭაძე და ქეთი პაიჭაძე მუშაობს.
დიზაინერ მარიამ ბოლქვაძის თქმით, „Lovoa”-ს პროდუქცია წელს ”თბილისის მოდის კვირეულზე” და ”Mercedes-Benz Fashion Week”-ზე წარსდგა. მათ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილთან და გიორგი ფანცულაიასთან ერთად მოაწყვეს კოლაბორაცია. ბრენდის პროდუქცია საზღვარგარეთაც გადის.
კოლექცია ორ კვირაში ერთხელ ახლდება, სურვილის შემთხვევაში მომხმარებელი ირჩევს სასურველ საყურეს, ბეჭედს ან ჩანთას და ონლაინ უკვეთავს, დიზაინერის თქმით, მომხმარებელს კურიერი სასურველ ადგილას მიუტანს შენაძენს.