საძიებო სისტემა Google 2016 წლის შეჯამებას განაგრძობს. ამჯერად საუკეთესო ფილმი გამოვლინდა და ის „თვითმკვლელთა რაზმი“ გახდა. სწორედ მას ეძებდნენ მომხმარებლები ყველაზე ხშირად.
რეიტინგის მეორე ადგილზე Warner Bros.-ის კომიქსი „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ გავიდა. სამულს კი მულტფილმი „დორის ძიებაში“ ხურავს, რომელიც ამავდროულად 2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი პროექტი გახდა.
ბევრის გასაკვირად, ათეულში ვერ მოხვდა სტუდია Marvel-სა და 20th Century Fox-ის კომიქსები „დედპული“, „იქს ადამიანები“, „პირველი შურისმაძიებელი“ და ა.შ. ძიების რაოდენობით მათ „გადარჩენილი“, „ზოოტოპია“, „სინდისის ქენჯნა“, „დოქტორ სტრენჯი“, „კლოვერფილდი 10“, „მოჩვენებებზე მონადირეები“ და სხვა ფილმები უსწრებენ.