ნინო ჩხეიძემ ერთ-ერთ სასტუმროში დამლაგებლის პოზიციაზე მოსინჯა თავი გადაცემა „ღამის პრაიმ ტაიმში“ და აღმოაჩინა, რომ თეთრეულის გამოცვლა სწორად არ სცოდნია: „არ მცოდნია თეთრეულის წესიერად გამოცვლა 40 წლამდე და დღეს ვისწავლე მართლა. დედა, რა რთული ყოფილა, არადა, რომ მოდიხარ და დატკიცინებული გხვდება, გგონია, რომ მარტივია, თურმე, რამდენი წვალება უნდა. ძალიან რთულია სქელი ლეიბის აწევა და გვერდების ლამაზად გაკეთება, ყველაფერი გადატკიცინებული უნდა იყოს. ოხ, რა გემრიელად დაეძინება, დღეს ვინც აქ ჩაწვება“.