მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიური მუზეუმი ნიდერლანდებში მდებარეობს.
ამსტერდამის ხელოვნების მუზეუმი პირველია მსოფლიოში, რომელმაც „მწვანე“ შენობების სერტიფიცირების სისტემაში BREEAM-ში 5 ვარსკვლავი დაიმსახურა.
საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი შენობებს ისეთი კრიტერიუმებით აფასებს, როგორიცაა – ენერგიის ეფექტიანი გამოყენება (მათ შორის სითბოსი), წყლის ხარჯვა, ნარჩენების გადამუშავება და შენობასთან მისასვლელი სატრანსპორტო გზები.
სერტიფიცირების ასეთი სისტემა მსოფლიოს 80 ქვეყანაში გამოიყენება.
ამსტერდამის მუზეუმის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ მიღწეულით არ დაკმაყოფილდება და 2030 წლისთვის გარემოზე ზრუნვის საკითხში რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს.
დასაწყისისთვის, მუზეუმი ყოველწლიურად 2%-ით ნაკლები ენერგიის ხარჯვას გეგმავს.