LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Android-ის აპლიკაციები, რომელიც პირად ინფორმაციას იპარავს

331

დიდი ხანი არაა, რაც Android-ის პლათფორმაზე აპლიკაციების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. სისტემის განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო ხშირია საშიში აპლიკაციები მარკეტში, რომელიც მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაცულობას ხელყოფს.

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ აპლიკაციას დავაყენებთ:

პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ უფლებები, რომელსაც კონკრეტული აპლიკაცია დაინსტალირებისას იხვეჭს. აღნიშნული გრაფა მითითებულია როგორც მარკეტში, სოფტის დაყენებამდე, ასევე სისტემაში აპის დაინსტალირების შემდეგ.

არ არსებობს აპი, რომელიც თქვენი თანხმობის გარეშე მოახდენს პირად ინფორმაციაზე წვდომას. სწორედ ამიტომ, საჭიროა წინასწარ მივაქციოთ ყურადღება იმ ჩამონათვალს, რომელიც უფლებების გრაფაშია ჩამოწერილი. Android Central-ის აპპი, რომელიც სქრინზეა მოცემული ითხოვს: მედია ფაილებთან წვდომის უფლებას, ასევე, სრული ქსელის კონტროლს, Wallpaper-სა და WiFi-ს ქსელების ჩამონათვალს.

მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ აპლიკაციების ჩამონათვალს. ყველა მათგანი, ერთი შეხედვით უწყინარი უფლებების მინიჭების შემთხვევაში, შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს პოტენციური მომხმარებლისთვის. კერძოდ, საუბარია ფოტო ღრუბელ-სერვისებზე. რომლის დაინსტალირების შემთხვევაშიც პირადი ფოტო-ვიდეო ფაილები აკრძალულ სერვერებზე იტვირთება.

UC Browser – საკმაოდ სწრაფი ბრაუზერი, რომელიც ძალიან მალე შეიყვარა Android-ის მომხმარებელმა. სამწუხაროდ, მასზე დაკვირვების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ აპლიკაცია აგზავნის ID, IMEI და MAC-ის მისამართებს და ტვირთავს ბაზებში, რომელიც Umeng-ის სერვერზეა განთავსებული. აღნიშნული მონაცემებით ის აკვირდება მომხმარებლის ინტერესებს, რაც ინტერნეტ მაღაზიისთვის – Alibaba არის განკუთვნილი.

 

ES File Explorer ერთ-ერთი საუკეთესო ფაილების მენეჯერი Android – ისთვის. აპლიკაცია მას შემდეგ გახდა არასანდო, რაც ავტორებმა ფულის შოვნა გადაწყვიტეს და კოდში ბატარეის ენერგიის დაზოგვის ხელსაწყო ჩააშენეს, რომელიც სულაც არ აღმოჩნდა აღნიშნული ფუნქციის მაკონტროლებელი. პირად ინფორმაციაზე წვდომისა და გაჯეტების ინტერნეტ ტრაფიკის გამოყენება ფაილ-მენეჯერის რეპუტაციაზე ცუდად აისახა.

 

DU Battery Saver – აპლიკაცია, რომელიც ყველა სმარტფონის მფლობელის უდიდეს პრობლემას ეხება – ბატარეის ხანგრძლივობას. ეს სწორედ ის თემაა, რომლის მეშვეობითაც უამრავი ადამიანით მანიპულაციაა შესაძლებელი. არცაა გასაკვირი მისი 7 მილიონამდე გადმოწერა და საოცრად აქტიურად ზრდადი ყოველდღიური მომხმარებელი. აპლიკაცია ბატარეის სწრაფად დამუხტვასა და ენერგომოხმარების დაზოგვას გვთავაზობს, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ეწინააღმდეგება მის საქმიანობას. ის აგროვებს სხვადასხვა სახის პირად ინფორმაციას, რადგან ფაქტიურად მუდმივადაა ფონურ რეჟიმში გაშვებული, ასევე, გვიჩვენებს რეკლამებსა და არასასურველ შემოთავაზებებს.

Clean Master-ი – აპლიკაცია, რომელიც სმარტფონის არასაჭირო ფაილებისგან განთავსუფლებას გპირდებათ. როგორიცაა ბრაუზერის ისტორია, საიტების შენახული ნარჩენები, სხვადასხვა shortcut-ები და ა.შ. სამწუხაროდ, აპლიკაციის ავტორია Cheetah Mobile. იგი ორგანიზებას უკეთებს მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას, რაზე დაყრდნობითაც სავარაუდო აუდიტორიისთვის რეკლამების სწორად შეთავაზებას უზრუნველყოფს.

QuickPic Gallery – ფოტო-ბრაუზერი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ამ პლათფორმაზეა. თავდაპირველად, აპლიკაცია სხვა დეველოპერს ეკუთვნოდა და მისი უფლებები მხოლოდ ფოტო ფაილების ნახვით შემოიფარგლებოდა. მას შემდეგ, რაც აპლიკაცია ჩინურმა კომპანიამ შეიძინა და მასში 2 GB უფასო ფოტო ღრუბელ-სერვისი ჩააშენა, მისი რეპუტაცია აშკარად შეიცვალა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ხშირად, აპლიკაცია ე.წ. ფონურ რეჟიმში, პირად ფოტო-ვიდეო ფაილებს სერვერზე დამოუკიდებლად დებს. ჩინური სერვერი, რომელიც გაურკვეველი წარმოშობისაა და არავინ იცის რა დანიშნულებისთვის შეიძლება იყოს შექმნილი ნამდვილად სარისკოა მათთვის, ვისაც ეს ფუნქცია აპლიკაციაში ჩართული აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები