რამდენიმე ინსაიდერმა შემოდგომაზე გაავრცელა ინფორმაცია HTC-ის ახალი სერიის Ocean-ის შესახებ, რომელიც თავდაპირველად რამდენიმე სმარტფონს მოიცავს. ესენია: Smart, Master და Note.
ამ მოდელების მთავარი მახასიათებელი დეტალი სენსორული ჩარჩოა, რომელზეც არცერთი ფიზიკური ღილაკი არაა განთავსებული. სხვადასხვა ფუნქციებისთვის განკუთვნილია კორპუსის განსხვავებული მხარეები, რომელზეც თითის ასრიალებით შესაძლებელია მაგალითად ხმის რეგულირება, დისფლეის განათების დაწევა და ა.შ.
როგორც მწარმოებელი აცხადებს, Ocean-ის სერიის ერთ-ერთი ახალი მოდელი, მიიღებს 5.5 ინჩიან დისფლეის, რომელიც, 2560 x 1440 პიქსელის გარჩევადობისაა. კამერები 12 და 8 მპ-ით იქნება წარმოდგენილი. მოწყობილობა იმუშავებს Qualcomm Snapdragon 835-ზე. გაჯეტის ოპერატიული მეხსიერება კი 6 GB – მდე გაიზრდება. აქვეა USB Type-C-თა და Android Nougat-ი.
რაც მთავარია, გაჯეტი 3.5 მმ-იანია აუდიოპორტით იქნება აღჭურვილი.