კომპანიამ Hewlett Packard Enterprise დიდი ხანია, რაც ახალ კომპიუტერულ არქიტექტურაზე მუშაობა დაიწყო. ჯერ კიდევ 2014 წელს, კომპანიამ საჯაროდ განაცხადა პროექტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული არქიტექტურა, რომელიც HP-ის ინიციატივით მიმდინარეობს, უკვე დამკვიდრებულ სტანდარტებს მთლიანად ახალი ტექნოლოგიებით ჩაანაცვლებს.
ამერიკულ კომპანიას გადაწყვეტილი აქვს, კაბელური კავშირები ლაზერული ან უკაბელო ტექნოლოგიებით ჩაანაცვლოს. კერძოდ, ყველა ელექტრონული სიგნალი, რომელიც აქამდე სხვადასხვა ჯეკების მეშვეობით კაბელით ვრცელდებოდა, უნივერსალურ Wireless ტექნოლოგიაზე გადავა. ასევე HP გეგმავს ახალი სტანდარტის მეხსიერების ბარათებისა და მყარი დისკების შექმნას. პროექტი ფინალურ ეტაპზეა და ძალიან მალე პირველ პროტოტიპებსაც ვიხილავთ.