LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველები არ არიან iron man-ები ან Batman-ები, უნდათ ვერტმფრენი – სამაშველო სამსახური არ უნდა იყოს შსს-სთან, სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს – მამუკა ნიკოლაძე

130
ნიკოლაძეე

მაშველი ყველას ჰგონია, რომ iron man-ია ან Batman-ი უცებ აფრინდება და დაფრინდება. როგორ წარმოგიდგენიათ, ახვიდეთ 4 000 მეტრის სიმაღლეზე, ვიღაცა რომ დაზარალდება და ზურგით წამოიღონ?!“, – ამის შესახებ „მოხალისე სამთო მაშველთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, მამუკა ნიკოლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, სამთო-სამაშველო სამსახური არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიბმული, არამედ ის ცალკე სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს.

„მაშველი ყველას ჰგონია, რომ ან iron man -ია ან Batman-ი, უცებ აფრინდება და დაფრინდება. როგორ წარმოგიდგენიათ, ახვიდეთ 4000 მეტრის სიმაღლეზე, ვიღაცა რომ დაზარალდება და ზურგით წამოიღონ?! ფიზიკურად როგორ მოახერხებენ?! დედამიწის ზურგზე თუ შეუძლია ვინმეს, რომ ეს გააკეთოს?! არ არიან iron man -ები ან Batman-ები, უნდათ ვერტმფრენი, – უნდა ავიდეს და ყველაფერი წამებში გადაწყდეს. ფეხით რომ ახვალ იმ 4000 მეტრის სიმაღლეზე, დაგჭირდება 5 საათი და მოკვდება მანამდე ის ადამიანი.

სამაშველო სამსახური, განსაკუთრებით სამთო-სამაშველო არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ეს არის ცალკე სფერო, რომელიც არ შეიძლება, რომ ოფისიდან იმართებოდეს, სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა მამუკა ნიკოლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g