LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ICI PARIS” ახალი სუნამოები

1745

“ICI PARIS” მომხმარებელს ახალ სუნამოებს თავაზობს, ერთ-ერთი მათგანია „ Black Opium NUIT BLANCHE“.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მარკეტინგის მენეჯერმა, ხატია შამუგიამ აღნიშნა, „Black Opium NUIT BLANCHE“ არის სუნამო, რომელიც ყველა ქალბატონს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას შესძენს.

“ახალ სუნამოს „ Black Opium NUIT BLANCHE“, არომატი განკუთვნილია ძლიერი, მგრძნობიარე, ქარიზმატული ქალბატონისთვის, რომელიც გიზიდავთ თავისი ხასიათის თავისებურებებით.

იგი შედგება: ბრინჯის ორთქლის აკორდის, ვარდისფერი წიწაკის, პიონის აკორდის, ფლერდორანჟის,ნუშის რძისა და სხვა უამრავი ინგრედიენტებისგან, რომელიც სუნამოს ასეთ არაჩვეულებრივ სურნელს ანიჭებს.

არომატი აგებულია კეთილშობილი ინგრედიენტის – თეთრი ყავის აკორდის ირგვლივ: შავი ყავა გასხივოსნებული თეთრი ყვავილებით, თეთრი სანდალოზით და თეთრი მუშკით“, – აღნიშნა ხატია შამუგიამ.

“ICI PARIS” მომხმარებელს ასევე თავაზობს კაროლინა ერერას მიერ შექმნილ სუნამოს ”GOOD GIRL“, ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ფლაკონშია მოთავსებული და მყიდველს ელოდება. სუნამოს ფასი 189 ლარიდან 374 ლარამდე მერყეობს.

შამუგიას თქმით, ”ICI PARIS”  გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ დაბერების საწინააღმდეგო ტონალური, ასევე მაღალი ხარისხის წამწამების ტუში, რომელიც კერატინს შეიცავს და წამწამების ცვენას უშლის ხელს.

“ICI PARIS” ამჟამად მაღაზიის 21 ფილიალი აქვს თბილისსა და რეგიონებში, თბილისში მაღაზიის მისამართებია: დადიანის N7, მარჯანიშვილის  N19, ვაჟა-ფშაველას N50.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები