გურანდა ორჯონიკიძე ხელნაკეთი სუვენირების დიდ არჩევანს გთავაზობთ.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ქალბატონმა გურანდამ განაცხადა: საკუთარი ხელით შექმნილ სუვენირებში მსურველი აუცილებლად შეარჩევს სასურველ ნივთს.
”ძირითადად ვაკეთებ სადღესასწაულო სუვენირებს, კერძოდ, ახალი წლის, აღდგომის, რადგან, ვფიქრობ, ამ ნივთებს სადღესასწაულო განწყობა შემოაქვთ. სადღესასწაულო სუვენირების გარდა, კიდევ ვაკეთებ თოჯინებს, მასალად თუშურ თექას ვიყენებ. ნივთების ფასები 10 ლარიდან იწყება, თუმცა მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მიყვარს ჩემი ნივთების ჩუქება, ამიტომ მყიდველებს უსაჩუქროდ არასდროს ვუშვებ”, – აღნიშნა გურანდამ.
გურანდას თქმით, ბავშვობიდან იყო გატაცებული სუვენირების კეთებით, მოგვიანებით, მეგობრების ხელშეწყობით, საყვარელი ჰობი შემოსავლის წყაროდ აქცია.
სამომავლოდ გურანდა საკუთარი სახელოსნოს გახსნას აპირებს, თუმცა მანამდე მსურველებს ხელნაკეთი სუვენირების შეძენა ონლაინ შეუძლიათ.