LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 50-მდე ფარმაცევტული საწარმოდან სტანდარტის დაკმაყოფილებას მხოლოდ 3-4 კომპანია შეძლებს, დანარჩენებს გაჩერება მოუწევს

127
618bead682b41

GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო, საქართველოში რეგისტრირებულ 32 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობა შეეზღუდა. ინფორმაციას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე დაყრდნობით, jandacva.ge ავრცელებს.

საწარმოებს შორისაა: გეომედი, იმუნოგენი, ბიოქიმფარმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, ბიოტეკსი და სხვა.

95-ია იმ ავტორიზებული აფთიაქების რაოდენობა, რომელთაც საქმიანობა კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტების შეუსრულებლობის გამო შეუჩერდათ (მათ საცალო რეალიზაციის გარდა, რომელსაც GDP არ ეხება, ასევე ჰქონდათ საბითუმო საქმიანობის ნებართვა, რა ნაწილშიც GDP სტანდარტის დაკმაყოფილება უწევდათ). კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის დაუკმაყოფილებლობის გამო საქმიანობა შეეზღუდა 190 საბითუმო რეალიზატორსაც.

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ინფორმაციით, რეგულაციების ამოქმედებამდე საქართველოში  50-მდე ფარმაცევტული საწარმო ფუნქციონირებდა. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ბაზრისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, ასოციაციაში განაცხადეს, რომ 50-მდე ფარმაცევტული საწარმოდან წლის ბოლომდე „ჯი ემ პი“ სტანდარტის დაკმაყოფილებას მხოლოდ 3-4 კომპანია შეძლებს, დანარჩენებს გაჩერება მოუწევთ.

ფარმაცევტული საწარმოებისთვის „ჯი ემ პი“ სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის 1 იანვრიდან გახდა. თუმცა, პროცესი ეტაპობრივია და GMP-ის სტანდარტზე გადასვლა იმის მიხედვით მოხდება, თუ რომელ თვეში აქვს აღებული ბიზნესსუბიექტს საქმიანობის ნებართვა. კერძოდ, 2022 წლის 1 იანვრამდე გაცემული ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მქონე იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართაც ნებართვა გაიცა იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში ან მაისში (ნებართვის გაცემის წლის მიუხედავად), GMP-ის სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე, საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება ეზღუდებათ 2022 წლის 30 ივნისიდან. დანარჩენ თვეებში გაცემული ნებართვების შეზღუდვის ვადად განისაზღვრება იმ თვის ბოლო რიცხვი, რომელ თვეშიც განხორციელდა ნებართვის გაცემა. კანონის სწორედ ეს ნაწილი გახდა დასახელებული ბიზნესსუბიექტების საქმიანობის შეჩერების მიზეზი. მათ მუშაობის განახლება სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეეძლებათ.

წყარო: jandacva.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g