LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ დავკარგოთ ქართველობა ნიშნავს არ გავხდეთ სიძულვილის მატარებლები” – რომან გოცირიძე

169
3594

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

“ჩვენ გვჭირდება რაციონალური საიმიგრაციო პოლიტიკა და თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, პროტესტი მიმართვა უნდა ხდებოდეს ხელისუფლებისადმი.

სიძულვილი არ შეიძლება იყოს მიზნის მიღწევის საშუალება, სიძულვილი არ შეიძლება ვაქციოთ შედეგის მიღწევის იარაღად. სიძულვილის არაა ადამიანური, სიძულვილი არაა ქართული. დღეს, სოციალური ქსელების ეპოქაში სიძულვილის გაღვივება ყველაზე მარტივი რამ არის.

რამდენი ცალკეული მაგალითიც არ უნდა მოვიყვანოთ, არაა სიძულვილი ჩვენს ბუნებაში და თუ რაიმე გვაქვს გამორჩეული ეროვნულ ხასიათში, სწორედაც რომ ესაა.

არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ არ გახდება. არ არსებობს ამისგან დაცვის უნივერსალური საშუალება, მით უმეტეს, პრობლემებით სავსე გლობალიზებულ სამყაროში.

არ დავკარგოთ ქართველობა ნიშნავს არ გავხდეთ სიძულვილის მატარებლები.

გვინახავს სიძულვილის მარშები და აგრესია თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში, გვინახავს ამ სიძულვილის გაღვივება და ეროვნული ნიშნით ტურისტების შემოსვლის აკრძალვის ფაქტებიც მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი “ვიღაც ირანელები, ეგვიპტელები, ერაყელები და ჩინელები არიან”( თ. წულუკიანი). ახალ სხვა მარშების ატმოსფერო იქმნება. “მემარჯვენეა” თუ “მემარცხენე”, ამ “მარშების” შინაარსი და შინაგანი ბოღმა ერთია.

რუსების წინაააღმდეგ კი არ უნდა ვმართოთ მარშები, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ვერ უვლის პრობლემებს.

რაციონალურობა და არა ისტერიულობა არის პრობლემის გადაწყვეტის გზა, როგორც ამას ცივილიზებულ ევროპაში აკეთებენ. ერთი კი არის ნამდვილად, იმ ცივილიზებულ ევროპაში პატრიოტი და თავის მოქალაქეებზე მზრუნველი ხელისუფლებაა, აქ ვისზე და რაზე ზრუნავენ, ყველამ კარგად ვიცით. უნდა შევცვალოთ ხედვის ფოკუსი და დავინახოთ სადაა პრობლემის სათავე”, – დაწერა რომან გოცირიძემ ფეისბუქში.

“ვინც რუსი ტურისტების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ოკუპანტზე უარესი და ოკუპაციის ხელშემწყობია” – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g