LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც ჰარის რომანი კეიტ მიდლტონის ორეულთან აქვს

57

რამდენიმე თვის წინ, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში პრინცმა ჰარიმ ოჯახის შემქნის სურვილი გამოთქვა. დასავლური პრესის ცნობით კი, ეს ყველაფერი შესაძლოა რეალობად სულ მალე იქცეს.

ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრის მორიგი რჩეული ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლია, რომელიც პრინც უილიამის მეუღლეს, კეიტ მიდლტონს ძალიან ჰგავს. ხმები მათი რომანის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა დადის. ბოლო დროს ისინი ერთნაირი სამაჯურებითაც დააფიქსირეს, რაც ამ ეჭვს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

გამოცემა Sunday Express წერს, რომ ჰარიმ და მეგანმა ერთმანეთი მიმდინარე წლის მაისში, ტორონტოში გამართულ Invictus Games-ზე გაიცნეს და მას შემდეგ ერთმანეთს ეკონტაქტებიან.

შეგახსენებთ, რომ ჰარის აქამდე რომანი ჩელსი დევისთან და კრესიდა ბონასთან ჰქონდა. რაც შეეხება მარკლს, 2013 წელს ის მეუღლეს, ტრევორ ენგელსონს დაშორდა.

პრინცისა და მსახიობის წარმომადგენლები ამ ფაქტზე კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები