კომპანიებმა „Apple“ და „Nike“ ერთობლივი წარმოების სმარტ-საათის – „Apple Watch Nike+“ – ის გაყიდვაში ჩაშვების შესახებ განცხადება გააკეთეს.
სიახლე სპორტის მოჰვარულებისთვის არის განკუთვნილი და კომპლექტში ექსკლუზიურად მას „Nike“-ის სპორტული სამაჯური მოჰყვება, რომელსაც ოფლის გამოსასვლელად სავენტილაციო ნაწილები აქვს დატოვებული.
ჭკვიანი საათის ფასი დაახლოებით 600 დოლარი იქნება და 28 ოქტომბრიდან მისი შეძენა ისეთ ქვეყნებში იქნება შესაძლებელი, როგორიც არის: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, გერმანია, ჰონგკონგი, დანია, ირლანდია, მექსიკა, კოლუმბია, თურქეთი, ჩეხეთი, პორტუგალია და ა.შ.
