LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცვალეთ Galaxy Note 7 ახალ Galaxy S8-ში

73

კომპანია Samsung-მა, რომელსაც კლიენტების წინაშე Galaxy Note 7-ის სახით დაშვებული შეცდომის გამოსწორება სურს, კომპენსაციის ახალი პროგრამა მოიფიქრა.

სამხრეთ კორეული მწარმოებელი მყიდველს სთავაზობს, Galaxy Note 7 სმარტფონ Galaxy S8-ში გადაცვალოს. ამ მომენტისთვის აალებადი მოწყობილობის გადაცვლა Galaxy S7 და Galaxy S7 edge-შია შესაძლებელი. რაც შეეხება S სერიის რიგით მერვე სმარტფონს, გაყიდვაში ის 2017 წლის მარტში გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები