ბოლო დროს ინტერნეტში სულ უფრო ხშირად ისმის ხმები აალებული სმარტფონების შესახებ. თუმცა ამჯერად საუბარი არა გახმაურებულ Galaxy Note 7-ზე, არამედ iPhone 7-ზეა.
ამჯერად შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა. ფეთქებადი სმარტფონის გამო მანქანა დაიწვა. შემთხვევას თავად დაზარალებული ყვება.
ახალგაზრდა მამაკაცმა გაჯეტი ავტომობილში დატოვა, რომელსაც ზემოდან მისი ქურთუკი ედო. როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა, მანქანის სალონი თითქმის მთლიანად დამწვარი იყო.
https://www.youtube.com/watch?time_continue=12&v=9eBbnvpc1F8