LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone 7 mini-ს გამოსვლის თარიღი ცნობილია

63

მომხმარებლების დიდი ნაწილი უპირატესობას პატარა ეკრანის მქონე სმარტფონებს ანიჭებს, ამიტომ 4-დიუმიანი ეკრანის მქონე გაჯეტები აქტუალობას არ კარგავს.

მცირე ეკრანიანი სმარტფონის გამოშვებას გეგმავს კომპანია Apple-იც. iPhone 7 mini 2017 წლის დასაწყისში გამოვა და ის iPhone SE-ს ერთგვარი გაგრძელება იქნება. დისპლეის მისთვის კომპანია AU Optronics შექმნის, რომელთანაც Apple-მა მოლაპარაკებები უკვე დაასრულა.

მოწყობილობას წყალგამძლე კორპუსი ექნება,  3D Touch დისპლეი, მეორე თაობის Touch ID სკანერი და გაუმჯობესებული წინა კამერა.

პრეზენტაციის სავარაუდო თარიღად გაზაფხული სახელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები