LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში 3 ქართველი სახლის ძარცვისას დააკავეს – პოლიციამ აბაზანაში იპოვა სამკაულების ყუთი და თანხა, რომლის წაღებასაც ცდილობდნენ

160
დაკავებასაბერძნეთში

საბერძნეთის ქალაქ კალითეაში სახლის ძარცვის დროს 3 ქართველი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ მედიაში ვრცელდება.

გამოცემის ცნობით, კალითეაში, სოკრატოსის ქუჩაზე მდებარე სახლის მეპატრონემ ტელეფონიდან სათვალთვალო კამერებში ნახა, რომ მისი ბინა გატეხეს და პოლიცია გამოიძახა. ფაქტზე 42, 37 და 32 წლის ქართველები დააკავეს.

პოლიციამ აბაზანაში იპოვა ყუთი სამკაულებითა და თანხა, რომლის სახლიდან წაღებასაც დამნაშავეები ცდილობდნენ.

“სოკრატოსის ქუჩაზე მდებარე სახლის მეპატრონე, შოკირებული იყო, როცა დაინახა, რომ უცნობმა პირმა გათიშა ოთახში დამონტაჟებული კამერა და გამოაძრო ტელეფონის კაბელი. შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა. ბინის მფლობელმა სამართალდამცველებს მიმართა. ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, იარაღით ხელში შევიდნენ ბინაში და ერთ-ერთ ოთახში მიმალული სამი ქართველი. მათ 42, 37 და 32 წლის კაცები დახვდათ. ერთ-ერთს ხელში სამზარეულოდან აღებული დანა ეჭირა ხელში. პოლიციელებმა მათ სთხოვეს დანებება და მძარცველებს ხელბორკილები დაადეს”- წერია სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g