LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amazon-მა Apple-სა და Spotify-ს კონკურენტი შექმნა

123

კომპანია Amazon-მა მუსიკალური სტრიმინგ სერვისი შექმნა, რომელიც ანალოგიური პროექტების, Apple-სა და Spotify-ს კონკურენტი იქნება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სერვისს Amazon Music Unlimited დაერქმევა და ის სიმღერების ვრცელ კატალოგს წარმოადგენს.

გამოწერის საფასური სმარტ-დინამიკის, Amazon Echo-ს მფლობელებისთვის თვეში 3,99 დოლარი იქნება, 7,99 დოლარი სერვის Amazon’s Prime-ის გამომწერებს, დანარჩენებისთვის კი – 9,99 დოლარი.

ამ დროისთვის უცნობია, როდის გახდება  სერვისი ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები