ქსელში სულ უფრო პოპულარული ხდება ვიდეო, სადაც Samsung Galaxy Note 7-ის აფეთქებაა ასახული. ინციდენტი სამხრეთ კორეაში, Burger King-ის სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში მოხდა. სმარტფონი მაგიდაზე იდო, მოულოდნელად მან კვამლი გაუშვა, დაწესებულების თანამშრომელი ამაოდ ცდილობდა მის მაგიდიდან აღებას.
შეგახსენებთ, რომ Galaxy Note 7-ის მრავალრიცხოვანმა აალებამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მწარმოებელი აიძულა, უარი თქვას სმარტფონის წარმოებაზე. მარკის საიტზე განცხადებაც გამოქვეყნდა, სადაც მომხმარებლებს მოუწოდებენ, თავისი Galaxy Note 7 სასწრაფოდ გამორთონ.