სტუდია Pixar-ის მულტფილმის, „დორის ძიებაში“ მოგებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ თანხიდან 485 მილიონი მულტფილმმა სამშობლოში გამოიმუშავა, 500 მილიონზე მეტი კი საზღვრებს გარეთ.
ამ გზით კი, ეს Walt Disney-ს ქვე-დანაყოფის, სტუდია Pixar-ის მესამე პროექტია, რომლის წყალობითაც მან მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. აქამდე მსგავსი მიღწევა „პირველ შურისმაძიებელსა“ და „ზოოტოპიას“ ეკუთვნოდა.