გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპულ მფრინავს დღეს 25 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ანდრო ქუჯოშვილს მეგობრები სოციალურ ქსელში იგონებენ.
“გილოცავ, ოქროს კაცო. ჩვენ გულებში ხარ. ეს დღე სულ სხვაგვარი უნდა ყოფილიყო”, „დაბადების დღეს გილოცავ მეგობარო“ – წერს ერთ-ერთი მეგობარი და შარშანდელი დაბადების დღის ვიდეოს აქვეყნებს.
29 ივლისს, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად პარაპლანისტი დაშავდა, ტურისტი კი დაიღუპა. კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა.
სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.