“დელფოსი” ახალ აქციას გთავაზობთ – დახარჯეთ 200 ლარი და მიიღეთ 100 ლარი საჩუქრად.
რაც იმას ნიშნავს , რომ თუ ”დელფოსში” მისული მომხმარებელი 200 ლარის პროდუქციას შეიძენს, 100 ლარის ღირებულების სამკაულს საჩუქრად მიიღებს.
ახალი აქციის გარდა, მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ახალ კოლექციასაც შეავლონ თვალი, რომელიც თვეში ორჯერ ახლდება.
მაღაზიაში ამჟამად წარმოდგენილია: ბიჟუტერიის, ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობები. მსურველებს შესაძლებლობა ექნება ასევე შეიძინონ ”მურანოს” ექსკლუზიური ნაკეთობები, ეს გახლავთ ვენეციური მინისგან შექმნილი მაჯის საათები და ყელსაბამები.
როგორც ”დელფოსის” პიარ-მენეჯერმა, მარიამ ღუღუნაშვილმა ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას განაცხადა ”დელფოსი” ეს არის მაღაზია, რომელიც ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებს.
”დელფოსში” ასევე ნიშნობის ბეჭდების დიდი არჩევანია, რომელიც ერთთვლიანი თეთრი ოქროთი არის შემკული, მისი ფასი 285 დოლარიდან იწყება.
ღუღუნაშვილის თქმით, ”დელფოსში” ბავშვების სამკაულებზეც დიდი არჩევანია და რაც მთავარია, თითოეული მათგანი ანტისეპტიკურად არის დამუშავებული. ბიჟუტერიის ხაზი საკმაოდ დაბალი ფასებიდან იწყება, ასე რომ მინიმალური დანახარჯებით, შესაძლებელია მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება.
”დელფოსი” გახლავთ იტალიური ბრენდი, შესაბამისად მხოლოდ იტალიური პროდუქციაა წარმოდგენილი და იმავე პროდუქციას მომხმარებელი სხვა მაღაზიაში ვერ შეიძენს. საქართველოში ”დელფოსის” 15 ფილიალია.
თუ გსურთ საყვარელი ადამიანებისთვის დაუვიწყარი საჩუქრის გაკეთება, ”დელფოსია” ის ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ.
დელფოსის“ პირველი ფილიალი 2008 წელს გაიხსნა, თუმცა დღეს ამ ბრენდის მაღაზიათა ქსელს თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ვხვდებით, რაც სწორი მენეჯმენტის და მომხმარებლების სიმრავლის დამსახურებაა.