LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის ბავშვს დენმა დაარტა – უბედური შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოხდა

1052
police-1

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში უბედურ შემთხვევას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დენმა დაარტყა.

დაშავებული თერჯოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სოფელ ძევრის მაჟორიტარმა მანუჩარ ფანჩულიძემ  ავრცელებს.

“თალხით მოსილი ვერ იძინებს ჩემი სოფელი… თალხით, რომელიც 4 წლის დათუჩა ქარქაშაძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეგვმოსა ძევრელები…”თერჯოლამედის” ექიმების თავგანწირული მცდელობის მიუხედავად დათუჩაც ექიმებიც და ჩემი სოფელი სიკვდილმა დაგვამარცხა…”, – წერს ფანჩულიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g