Telegram-ის მესენჯერშო გაჩნდა აპლიკაცია, რომელიც თქვენს ყოველდღიურ ჩაცმულობაზე, ამინდის შესაბამისად იზრუნებს. სიახლე მოგცემთ რჩევებს ფერთა შეხამებაზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე.
ყოველდღიური გარდერობი – ნებისმიერი გოგოს პრობლემაა, აპლიკაცია პირად სტილისტს შეგიცვლით და დაგეხმარებათ, უკეთ გამოიყურებოდეთ.
მის ბაზაში 1000-ზე მეტი ლუქია, რომლიდანაც პარამეტრების გათვალისწინებით, კონკრეტული ქვეყნის ტემპერატურისთვის მისაღებს შემოგთავაზებთ, ხოლო თუ კონკრეტულ ადგილმდებარეობას მიუთითებს, ბუნებრივია ლუქი უფრო ზუსტი იქნება.
სიახლის ავტორების განცხადებით, მალე აპლიკაციას „ხელოვნური ინტელექტი“ დაემატება, რომელიც თქვენს შემდეგი სახის შეკითხვებს უპასუხებს: „რა ჩავიცვა პირველ პაემანზე?“ ან „რა ჩავიცვა გასაუბრებაზე?“ და ა.შ.