თავის ახალ აპლიკაციაში – Google Trips, კომპანია Google 200 ტურისტულ მარშრუტს გვთავაზობს. ინფორმაციასთან წვდომა ოფლაინ რეჟიმში ყოფნის დროსაც გექნებათ. აპლიკაცია ავტომატურად დაგიგემავთ ადგილებს, რომლის ნახვაც მომავალში შეგეძლებათ. მომსახურებაში ბილეთისა და სასტუმროს ნომრის დაჯავშნა და სხვა ინფორმაციების მოძიება შედის.
საბოლოო პუნქტის არჩევისას ეკრანზე რამდენიმე დანაყოფი გამოვა, რომლებიც მგზავრობის სხვადასხვა ასპექტებს ეძღვნება: Reservations (დაჯავშნა),Things to do (რა უნდა გააკეთოთ), Day Plans (დღის გეგმები), Saved places (ჩანიშნული ადგილები), Food & drink (საკვები და სასმელი), Need to know (აუცილებელია იცოდეთ).
Day Plans-ში მსოფლიოს 200-მდე ქალაქის ტურისტული მარშრუტების ნახვა შეგიძლიათ.
