ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს ხობი-ფოთის დამაკავშირებელი გზის შუა ქვალონის მონაკვეთზე შეეჯახა.
გავრცელებული ცნობითვე, ადგილზე 50 წლის ქალი გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები ხობის და სენაკის კლინიკებში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, მათი მდგომარეობა მძიმეა.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.