LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MacBook-ის კლონი სახელად YEPO 737S

209

კომპანია Apple-მა მოდაში შემოიტანა არამარტო სმარტფონები, არამედ გვაჩვენა, რამდენად კომპაქტური შეიძლება იყოს ნოუთბუქი. შედეგად კი MacBook-ს ბაზარზე ათობით კლონი ჰყავს.

ჩინურმა კომპანიამ YEPO ულტრაბუქი YEPO 737S წარმოადგინა, რომელიც MacBook Air-ის ასლს წარმოადგენს, თუმცა დაახლოებით ხუთჯერ მასზე იაფი ღირს.

იგი აღჭურვილია 13,3 დიუიმიანი IPS-ეკრანით, 4 ბირთვიანი Intel Cherry Trail Z8300 პროცესორით, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. ულტრაბუქს 0,3 მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს, ორი ცალი USB 2.0 პორტი, Mini HDMI პორტი, Bluetooth 4.0-ის პორტი და Wi-Fi.

YEPO 737S 1250 გრამს იწონის და მისი წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია და ის 209 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები