მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქალთა მიმართ ძალადობას ეხმიანება.
როგორც მუსიკოსი წერს, ის ქალები, რომლებიც ძალადობას ამართლებენ, როგორც საკუთარი, ასევე სხვების მიმართ მავნებლობას სჩადიან:
“გარდა იმისა, რომ ბევრი რამეა საგანგაშო ამ ქვეყანაში, ის ქალები რომლებიც ძალადობას ამართლებენ (იმდენს ვკითხულობ, ფილმის კოშმარული სცენარი მგონია) ძალიან დიდ მავნებლობას სჩადიან, საკუთარი თავის მიმართაც და ზოგადად…
ძალიან უიმედო სიტუაციაა..
სულ რომ საინფორმაციო კამპანია იყოს მუდმივად ძალადობის წინააღმდეგ, მგონია, თაობები უნდა ამ სიბნელის ჩამოსარეცხად. პრინციპში სექსის გამო გათხოვილებმა, რომლებმაც ყველაფერზე თქვეს უარი, მათ შორის უმთავრესზე – განათლებაზე, სხვა არაფერი აქვთ გარდა ერთად თურქული ყავის სმისა და ჭორაობისა, ორ წელიწადში არც ის სექსიც არ აქვთ..“ – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.