ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთევან ხატიაშვილისა და მისი მეუღლის მორაგბე დავით კაჭარავას საფრანგეთში მოგზაურობა გრძელდება. ხატიაშვილი ფოტოებსა და ვიდეოებს, საფრანგეთის ულამაზესი ადგილებიდან გვიზიარებს.
ამჯერად, მან კადრები ეზედან გაგვიზიარა, რომელიც საფრანგეთის რივიერაზე ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. პოსტს ხატიაშვილმა ქალაქის შესახებ ინფორმაციაც დაურთო.
“ერთი ნახვით რომ შეგიყვარდება
ამ ქალაქის ფართობი სულ რაღაც 9.47 km²
4 000-მდე თბილი და სტუმართმოყვარე მოსახლე ცხოვრობს, რამდენიმე კერძო სასტუმრო და ამდენივე რესტორანია ამ პატარა სამოთხეში!
ყველა გიღიმის, მღერის, ცეკვავს, სასიარულო ბილიკები ძალიან პატარაა და ყველა გზას გითმობს.
თავი ფიფქია და 7 ჯუჯაში მეგონა
700 მეტრი ზღვის დონიდან ქალაქს ფანტასტიკურ ხედებს უშლის და მთის წვერზე ბოტანიკური ბაღია”, – წერს შთაბეჭდილებას ტანმოვარჯიშე.
ფოტო, ვიდეო: „ულამაზესი საფრანგეთი“ – ქეთი ხატიაშვილი ქმართან ერთად ნიცაში მოგზაურობს