ენმერ ჰოლს სულ მალე კიდევ ერთი ძიძა დასჭირდება. სამი წლის ჯორჯისა და წლინახევრის შარლოტას მშობლები, პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი მესამე შვილის ყოლას გეგმავენ. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ახალ ამბავს შობისთვის შევიტყობთ.
ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უკვე შეიტანეს ცვლილებები 2017 წლის ვიზიტებში და გამორიცხეს ადგილები, სადაც ორსულებისთვის ზიკა ვირუსით დაინფიცირების ალბათობა მაღალია.