LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში უკრაინის მოქალაქეებს მანქანა დაეჯახა – როგორია მათი მდგომარეობა

398
უსათაურო დიზაინი (1)

თბილისში, უკრაინის მოქალაქეებს მანქანა დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ისნის მეტროსთან მოხდა – მძღოლი, რომელიც ასევე უკრაინის მოქალაქეა, ველოსიპედს შეეჯახა, რომლითაც უკრაინის მოქალაქე მამა-შვილი გადაადგილდებოდა.

დაშავებულები “ამტელ” ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ომის დაწყებამდე შემოვიდნენ და მათი ჩამოსვლა რუსეთის აგრესიას არ უკავშირდება:

„შემოიყვანეს მამა-შვილი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მანქანის შეჯახების შედეგად ისინი ველოსიპედიდან ჩამოცვივდნენ. მამას აღენიშნებოდა მხრის ამოვარდნილობა და ბზარი, ამოვარდნა ჩასწორდა და მალე გაეწერება. შვილს ტვინის შერყევა აქვს, ბავშვი ალბათ კლინიკაში 1-2 დღე დარჩება. მძიმე და საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: ტვ პირველი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g