12 წლის შემდეგ, მელ გიბსონი ფილმის – „ქრისტეს ვნებანი“ გაგრძელებას გადაიღებს. „ყოველთვის ვოცნებობდი ამ ისტორიის სრულად მოთხრობაზე, წინ ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ, „ქრისტეს ვნებანი“ კიდევ ერთ ფილმად გამოვა“, – განაცხადა მსახიობმა და რეჟისორმა.
მისი თქმით, ის და სცენარისტი, რენდოლ უოლესი არამარტო ბიბლიიდან გადმოიტანენ ფაქტებს, არამედ მათ უფრო სიღრმისეულად შეხედავენ.
შეგახსენებთ, რომ ფილმი პირველად 2004 წელს გამოვიდა და 30 მილიონიანი ბიუჯეტით 600 მილიონი გამოიმუშავა, ამ გზით კი ყველაზე შემოსავლიანი დამოუკიდებელი პროექტი გახდა. ფილმში ფრანჩესკო დე ვიტო, მონიკა ბელუჩი, მატია სბრაგია და სხვა მსახიობები მონაწილეობენ,
რაც შეეხება ახალ ნაწილს, უკვე ცნობილია, რომ ის ჯვარცმის პერიოდზე იქნება დაფუძნებული.