„პირველი არხის“ სახე, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი მარიამ ვაშაძე საბერძნეთში ისვენებს. კუნძულ მიკონოსზე გადაღებულ ფოტოსესიებს ის აქტიურად უზიარებს საკუთარ გამომწერებს „ინსტაგრამზე“.
ჩალის ქუდი, ჩანთა და თეთრი ორეული – მორიგ პოსტში მარიამი საინტერესოდ ჩაცმული გვევლინება და წერს, რომ ის კუნძულის ცხოვრებას ეზიარა.
საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასვენებელი ადგილი გამოირჩევა ორიგინალური ვიზუალით და მარიამ ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში მიკონოსის ამ მხარეზეც არის ხაზი გასმული.