ამერიკის შეერთებული შტატები 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესა და ომის დაწყებიდან 6 თვის თავზე უკრაინისთვის $3-მილიარდიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტის გამოყოფას გამოაცხადებს.
ომის დაწყების შემდეგ ეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება იქნება. თავდაპირველად პაკეტის შესახებ ინფორმაცია Associated Press-მა გაავრცელა.
ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, დახმარება უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის (USAI) ფარგლებში გაიცემა და მოიცავს დასავლეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას, სწავლებასა და ტექნიკურ მომსახურებას.
ვინაიდან დახმარების ახალი პაკეტი USAI-ს ნაწილია, ის არ გამოიყოფა აშშ-ს მარაგიდან. უკრაინას ის იარაღის მწარმოებელი კონტრაქტორებისგან გადაეცემა.