LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი განზრახ ანელებს ტემპს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი თავიდან აიცილოს: შოიგუ

79
სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთი შეტევის ტემპს ანელებს გაზრახ, რადგან არ სურს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება შოიგუმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.

„სპეციალური ოპერაციის დროს ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე – სამეთაურო პუნქტებზე, აეროდრომებზე, საწყობებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე ხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით. ამავდროულად, ყველაფერი კეთდება, რათა თავიდან იქნას არიდებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ“, – განაცხადა შოიგუმ.

უკრაინის ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, რადგან დარტყმების უმეტესობა ქალაქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მოდის.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები