LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლინკენი: „ფილიპ რიკერის მთავარ მრჩევლად დანიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოს საკითხზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ანიჭებს

66
Untitled design

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე უხელმძღვანელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად მისი დანიშვნა ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ანიჭებს:

„ელჩი ფილიპ რიკერი კავკასიის მოლაპარაკებების უფროს მრჩევლად და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ დავნიშნე. რიკერი იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და აშშ-ის დელეგაციის მთავარი მომლაპარაკებელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ კრიტიკულ პერიოდში. შეერთებული შტატები მზად არის დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიან პოლიტიკურ მოგვარებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში.

ელჩი რიკერი ჩაერთვება ორმხრივად, თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის მეშვეობით, რათა ხელი შეუწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ დიალოგს.

ელჩი რიკერის ამ დროს დანიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g