LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის უკრაინამ რამზან კადიროვს ბრალი წარუდგინა

115
1275841-2022-04-11_09-09-27_399083

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და მისი ორი თანამშრომელი ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილები არიან. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა მათ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შეაგროვეს ომის დანაშაულების შესახებ უტყუარი მტკიცებულებები კადიროვის, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილის და   ტაქტიკური ჯგუფის მეთაურის წინააღმდეგ.

„დოკუმენტირებულია, რომ 2022 წლის თებერვალ-მარტში კადიროვი პირადად ხელმძღვანელობდა ამ ქვედანაყოფების ინდივიდუალური სამხედრო ოპერაციების შემუშავებას და დაგეგმვას, გასცემდა ბრძანებებს და ისმენდა მოხსენებებს მათი ლიდერებისგან.

გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დროს ბრალდებულების მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების დასადგენად“, – აღნიშნულია მოხსენებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g