LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის თხილი გასაოცარი და მომაკვდინებელი თვისებები – რა უნდა ვიცოდეთ მისი მიღებისას…

546
მიწისთხილი

მიწის თხილი, არაქისი – პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 15 სახეობა. არაქისი გავრცელებულია ამერიკაში, ევროპაში, საქართველოში, შუა აზიაში, უკრაინაში, კრასნოდარის მხარეში. არაქისის ზეთს იყენებენ კვების მრეწველობაში, თესლს საკონდიტრო ნაწარმში, ვეგეტატიურ ნაწილებს ცხოველების საკვებად.

არაქისის თესლი შეიცავს: ცხიმოვან ზეთს, სახამებელს, ცილებს, გლობულინებს, არაქინს და კონარაქინს. ასევე – B1, B3, E ვიტამინებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ამინომჟავებს. ასევე, მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, სპილენძით, რკინით. რაფინირებული, ცივი წნეხით მიღებული არაქისის ზეთი ფარმაციაში ატმისა და ზეითუნის ზეთების შემცვლელია სუპოზიტორიებისა და მალამოების დამზადებისას. პედიატრიაში კი, იგი, ჰემორაგიული დიათეზის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. თესლისგან ამზადებენ ემულსიას. არაქისი წყაროა მნიშვნელოვანი ელემენტისაფოლიუმის მჟავის, რომელიც სისხლმბად ორგანოებს უკეთ მუშაობაში ეხმარება. ამასთან, სასუნთქი გზების დაავადებათა პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა და ნაოჭების წარმოქმნასაც უშლის ხელს.


არაქისი ყველაზე კალორიული თხილეულია და ყველაზე მეტად უხდება გულს. მასში, დიდი რაოდენობით არსებული უჯრედისი, ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, არაქისი აუცილებლად ახალგარჩეული მიირთვით – იგი, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგიტანთ სარგებლობას. არაქისი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ბზინვარებას ანიჭებს თმას. E ვიტამინი ასტიმულირებს კუნთების აქტიურობას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას. არაქისი მდიდარია პროტეინებით, რაც მას შეუცვლელ საშუალებად აქცევს კუნთოვანი მასის მომატების მსურველთათვის. არაქისში არის ნიკოტინის მჟავაც, რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედების აღდგენას, რაც პროფილაქტიკის დამატებითი გზაა ალცჰაიმერის დაავადებისას.

ნედლ არაქისსაც აქვს ნაკლი – მასში შემავალმა ნივთიერებებმა, შესაძლოა საჭმლის მონელებაში მონაწილე ზოგიერთი ფერმენტის აქტივობა დააქვეითოს, საკვების ათვისება შეაფერხოს. მოხალვისას კი B1 და E ვიტამინები იშლება. ბავშვის საკვებად მისი გამოყენებისას დაფიქრება აუცილებლად გვმართებს. უწინარეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის თხილი ერთერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია. გარდა ამისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ნამდვილად ხარისხიანია. მიწის თხილი, რომელსაც დიდხანს ინახავდნენ თბილ და ნესტიან გარემოში, შესაძლოა მწერებმა დააზიანონ ან სოკო გაუჩნდეს. ობის სოკოს აღმოჩენა კი შეუიარაღებელი თვალით სულაც არ არის ადვილი. მასზე შეიძლება წარმოიქმნას მავნე ნივთიერება აფლოტოქსინი, რომელიც ღვიძლის სერიოზულ დაზიანებას წვევს. თუ, ნაჭუჭიანი მიწის თხილის შეძენა გირჩევნიათ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ნაჭუჭს. მას არ უნდა ჰქონდეს დეფექტები, ნადები, არ უნდა ასდიოდეს უსიამოვნო სუნი. შინ მიტანისას მიწის თხილი უმჯობესია მაცივარში შეინახოთ. ამგვარად ის, დაახლოებით ექვსი თვეს შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g