Game lounge არის ადგილი თამაშების მოყვარულთათვის. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას Game lounge-ის მფლობელმა, ირაკლი მაისურაძემ აღნიშნა, მსგავსი ადგილი თბილისში რამდენიმეა, თუმცა Game lounge ყველასგან უახლესი ტექნიკით, სიმყუდროვითა და სისუფთავით გამოირჩევა.
Game lounge-ში მისულ სტუმრებს ზაფხულის ცხელ დღეებში უგემრიელესი უალკოჰოლო სასმელების დაგემოვნებაც შეუძლიათ. რაც შეეხება თამაშს, Playstation-სა და Xbox-ზე 1 საათის თამაშის ფასი 4 ლარია, ხოლო VIP ოთახში 1 საათით სტუმრობა მსურველებს 8 ლარი დაუჯდებათ.
”გარდა თამაშებისა, ჩვენთან მოსულ სტუმრებს ფილმების დიდ არჩევანს, ფეხბურთისა და კალათბურთის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციასაც ვთავაზობთ”, – განაცხადა მაისურაძემ.
Game lounge სიმონ ჩიქოვანის 4 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00-დან 02:00 საათამდე მუშაობს.