კომპანიამ Modobag უნიკალური ჩემოდანი შექმნა. სიახლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას თქვენი გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორემდე შეუძლია. ჩემოდნის გადაადგილების სიჩქარე 13 კმ/სთ-ს შეადგენს.
მას საკმაოდ ამტანი აკუმულატორი აქვს, რომლის ავტონომიური მუშაობა 10 კილომეტრს უძლებს, ამასთან მასზე არსებული USB-ით შესაძლებელია სმარტფონის დატენვაც.
ჩემოდნის ღირებულება ამ დროისთვის უცნობია.